Робота для біженців з України
მორიგე ექთანი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ექთანი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მორიგე ექთნის ვაკანსიას მარნეულის ფილიალის მოზრდილთა სტაციონარის განყოფილებაში (მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ავერსის კლინიკა).

გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობები
სამუშაო ადგილი: ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო სპეციალიზებული, მედდის კვალიფიკაციით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობა (ინფორმაციის მოძიება, შეყვანა, ამობეჭდვა);
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მორიგე ექთანი (მარნეული) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 1/07/2024..

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე