Робота для біженців з України
უროლოგი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უროლოგი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს უროლოგის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში (მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა").

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩა
გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიკაციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამისი სერტიფიკატი;
** პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში (არანაკლებ სამი წლისა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: უროლოგი (მარნეული) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 1/07/2024..

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე