Робота для біженців з України
კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსტრუქტორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას წინასაპროექტო კვლევისა და ტექნიკური შეფასების სამსახურში კონსტრუქტორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების დასაგეგმად საჭირო მონაცემების და ინფორმაციების მოპოვება, წინასაპროექტო სამუშაოების ჩატარება. პროექტის სამელიორაციო არხების, სადაწნეო მილსადენებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების კონსტრუქციული ნაწილების შემოწმება და ობიექტების კონსტრუქციული ნაწილის არსებული მდგომარეობისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შეფასება-ანალიზი;
** საპროექტო სამუშაოების გეგმების შესაბამისად საპროექტო და პროექტირება-მშენებლობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კონტრაქტორი საპროექტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების (ექსპერტიზის ჩატარებამდე) კონსტრუქციული ნაწილის განხილვა, შეფასება, შესაბამისი გრაფიკული ნაწილების (ნახაზების) და მათზე თანდართული მოცულობების შესაბამისობის დადგენა სამუშაოთა მოცულობების უწყისთან და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან, მათი ტექნიკურ დავალებებთან და შერჩეულ ოპტიმალურ ვარიანტთან შესაბამისობაზე დასკვნების მომზადება, სადაო ტექნიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლო ობიექტის (შენობების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ხაზობრივი სამელიორაციო ნაგებობების) პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შესაბამისობის შეფასება. მათ შორის: არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილის შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში, გადაუდებელ-ავარიული სამუშაოების შემჭიდროებულ ვადებში და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სათანადო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება. მიმდინარე პროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვასა და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** AUTOCAD-ის პროგრამის ცოდნა;
** LIRA-SAPR ან სხვა ანალოგიური კონსტრუქციული პროგრამის საშუალებით კონსტრუქციული ანგარიშების შესრულება (სასურველია);
** სამელიორაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობების და შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისა და გამაგრების სტრუქტურული გადაწყვეტილებების შემუშავების გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook).

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე - (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: 3, 300 ლარი (დარიცხული ხელფასი).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 08.07.2024. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კონსტრუქტორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე