Робота для біженців з України
შეკვეთების შემგროვებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების შემგროვებელი
მომწოდებელი: ვოლტ მარკეტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
თუ მოგწონთ გუნდური მუშაობა და ეძებთ სამუშაოს, რომელსაც შეუძლია საცალო ვაჭრობის სფეროში რადიკალური ცვლილებების
განხორციელება, მაშინ, შემოგვიერთდით შეკვეთების შემგროვებლის პოზიციაზე!

ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე.

თქვენ იმუშავებთ მოქნილი/მცოცავი გრაფიკით, დილას, საღამოს ან/და ღამე.

სამუშაო საათები:

** 5 სამუშაო დღე - სრული განაკვეთი
** 08:00 - 17:00
** 11:00 - 20:00
** 14:00 - 23:00
** 17:00 - 02:00
** 23:00 - 08:00

"Wolt Market"-ის ლოკაცია ბათუმში, 99, რევაზ კომახიძის ქ.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების კონტროლი ჩვენს Merchant app-ში
** შეკვეთების შეგროვება და მათი გამზადება კურიერებისა თუ მომხმარებლებისთვის
** პროდუქციის მომწოდებლებისგან მიღება და დახლებზე განთავსება
** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
** Wolt მარკეტში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
** Wolt მარკეტის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება

ჩვენი მოლოდინები:

** ხართ პროაქტიული და სერვისზე ორიენტირებული
** ხართ შრომისმოყვარე და მოგწონთ სწრაფად
** განვითარებად გარემოში მუშაობა
** ერკვევით ტექნოლოგიებში
** შეგიძლიათ მუშაობა დღის, საღამოს ან/და ღამის პერიოდში (მცოცავი გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა)
** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური - სასურველი
** გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება

რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით:

** სამედიცინო დაზღვევა
** 24 სამუშაო საშვებულებო დღე
** Wolt-ის კრედიტების ქეშბექი
** სპორტული შეთავაზებები
** ყოველწლიური ბიუჯეტი კორპორატიული წვეულებებისთვის
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

დამატებითი ინფორმაცია:

თუ გსურთ, რომ გახდეთ "Wolt Market"-ის გუნდის წევრი, გადადით ბმულზე და გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა, რეზიუმესთან ერთად!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე