Робота для біженців з України
პრომოუტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: პოლიპრომი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანია "პოლიპრომი" 8 წელია წამყვანი ევროპული ბრენდების - Soudal, Diager, Samedia, Index ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

"პოლიპრომის" მთავარი ორიენტირი ხარისხზე მორგებული მომსახურება, ხელმისაწვდომობა და ოპერატიულობაა.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც საცალოდ, ასევე კორპორატიული მიმართულებით საქართველოს ყველა რეგიონში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაოს აღწერა:

ბათუმი, მაღაზია ნოვა
მოქნილი გრაფიკი - 6 საათიანი სამუშაო დრო (საათების ინდივიდუალურად შეთანხმება შესაძლებელია)
ანაზღაურება: 30 ლარი დღეში.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ულიმიტო სასაუბრო დრო; სამედიცინო დაზღვევა

უფლება-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება
** სამუშაო არეალის მოწესრიგება (თარო, სტენდი)
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი
** ხელმძღვანელ პირთან დროული კომუნიკაცია

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა;
** სიახლეებისადმი სწრაფვა;
** მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა (კომპანია უზრუნველყოფს ტრენინგებსა და სწავლებებს)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ cv მითითებულ მეილზე: levani_tordinava@yahoo.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე