Робота для біженців з України
მცხობელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები

** რეცეპტურის ზედმიწევნით დაცვა;
** ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საცხობი ნაწარმის დაფორმირება-გამოცხობა
** პროდუქციის იერსახის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** შეუსაბამობის აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** თუ შეუსაბამობა მის კომპეტენციას სცილდება, ვალდებულია შეატყობინოს მის უშუალო უფროსს ან ხარისხის კონტროლის მენეჯერს.
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის კონტროლი;
** მაცივრების სისუფთავეზე ზრუნვა.
** მაცივრებში არსებული პროდუქტის მარკირება; ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება აუცილებელი არ არის, საქმეს ადგილზე შეგასწავლით.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, დილის 08:00-დან 17:00 საათამდე, დასვენების დღე კვირა.
** ასევე შესაძლებელია ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება დღეში 12 საათი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 58 56 16.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე