Робота для біженців з України
თონის პურის მცხობელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თონის პურის მცხობელი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას თონის პურის მცხობლის პოზიციაზე ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თონის პურის ცხობა შემუშავებული შიდა სტანდარტის მიხედვით;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა (თონის ან/და საჭირო დანადგარების მოწესრიგება);
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა
** პროდუქციის დროულად მოხვედრა დახლზე და ვადაგასული პროდუქციის მოხსნა დახლიდან;

პიროვნული მოთხოვნები:

** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვა;
** დროის მართვის და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ინასარიძის ქ.N7
** სამუშაო განაკვეთი: 08:00-დან 20:00-მდე, თვეში 15 სამუშაო დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით: 032 2 121 121.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "რითეილ ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე