Робота для біженців з України
საწარმო დანადგარის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმო დანადგარის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია "ელთიბი" აცხადებს მიღებას საწარმო დანადგარის სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მასალების დაჭრა/დამუშავება, დაჭრილი დეტალებისთვის წიბოს შემოკვრა, ჩარხების პროგრამული მართვა, დაჭრილი დეტალების დასქელება და სხვა დამატებითი მომსახურების გაწევა;
** სამუშაო პროცესში, საწარმოში არსებული დანადგარების და ინვენტარის მოვლა, მოწესრიგება და დასუფთავება;
** სამუშაო პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება;
** დისციპლინა;
** გუნდური მუშაობა და მხარდაჭერაზე ორიენტირება.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი.
** ანაზღაურება: 1608-1744 ლარი NET

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწარმო დანადგარის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე