Робота для біженців з України
ტენდერი - კერამიკული სახელოსნოს დაარსების თაობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - კერამიკული სახელოსნოს დაარსების თაობაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
თანდართული ფაილი: 557083_SOS_Childrens_Village_1366714.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს პროექტის "ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში "კერამიკული სახელოსნოს დაარსების თაობაზე" მოწოდების მიზნით.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2024 წლის 26 ივნისი, 14:00 საათი.

დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე