Робота для біженців з України
მონიტორინგის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
შპს "დოკი"-ს აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციაა წარმოდგენილი შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.

ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/

"კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
** თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია IVMS პროგრამის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 900 ლარი
დღე გამოშვებით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 57

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ პოზიციის დასახელება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე