Робота для біженців з України
მძღოლი-დისტრიბუტორი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის თანამდებობაზე, თბილისის კარფურების ქსელში.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი მანქანის ქონა

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ნატახტრიდან წაღება და სავაჭრო ქსელებთან მიწოდება;
** ქსელებისათვის პროდუქციის მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება

პიროვნული თვისებები:

** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გაწონასწორებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ CV მეილზე hr@barambo.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე