Робота для біженців з України
სოციალური გვერდების მართვის მენეჯერი/გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური გვერდების მართვის მენეჯერი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მაღაზია
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას სოციალური გვერდების მართვის მენეჯერის/გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 11:00 - 20:00
ადგილმდებარეობა: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება.
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** Facebook/Instagram გვერდების ადმინისტრირება, მომხმარებლების ტექსტური შეტყობინებებზე საპასუხო წერილების მიწერა
** მომხმარებელთათვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** სოციალურ ქსელებში და მაღაზიაში გაყიდვების განხორციელება
** სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის

თუ თვლით რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: shoes.line.22@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე