Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგროლაბი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "აგროლაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, კომუნიკაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, მათი მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების გაკეთება;
** პოტენციურ კლიენტებთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით;
** პოტენციური კლიენტების ბაზის სისტემატური განახლება;
** სერვისის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროულად გაცვლის გზით;
** ყოველთვიური სავალდებულო გაყიდვების გეგმების შესრულება შეთანხმებული საბონუსე სქემის შესაბამისად;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა პარტნიორ კომპანიებთან;
** კომპანიის და სერვისის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (ნავაჭრის 1 %)
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი (10:30 სთ-დან)
** საკუთარი ავტომობილი (B კატეგორიის მართვის მოწმობა)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე