Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: როვი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
ჩვენ ვართ საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "Rovi • როვი", რომელიც უკვე მესამე წელია ვქმნით საერთაშორისო და თანამედროვე, ხარისხიან მომსახურებას. ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირს ვთავაზობთ თანამედროვე, საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური, საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას.

ჩვენი მიზანია, კომპანიებს მივაწოდოთ მაღალტექნოლოგიური და კვალიფიციური მომსახურება, რომელიც მათ ბიზნესს დაეხმარება სტარტაპიდან მსხვილ კომპანიად გარდაქმნაში.

"როვის" კორპორაციული კულტურა იმგვარად არის მოწყობილი, რომ კლიენტის საჭიროებებსა და მიზნებს ზუსტად ერგება. ჩვენ გადაჯაჭვულები ვართ მათ თითოეულ გადაწყვეტილებასთან და ვაძლევთ წარმატების გარანტიას.

ჩვენს ახალგაზრდულ და თანამედროვე გუნდში გვაქვს შემდეგი ვაკანსიები: ბმული

** ანაზღაურებადი სტაჟირება დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე;
** უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე;
** ბუღალტრის პოზიციაზე;
** პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.


თუ გსურს, შემოუერთდე ჩვენს გუნდს, მიჰყევი ბმულს, შეავსე შენს შესახებ ინფორმაცია, აირჩიე ის ვაკანსია, რომლითაც ხარ დაინტერესებული და თვლი, რომ აკმაყოფილებ მოთხოვნებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ! ჩამოთვლილთაგან აირჩიოთ ერთი მიმართულება, ყველა ან/და რამდენიმე მათგანზე ერთდროულად გადმოგზავნის შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის ახალი ვაკანსიის შესახებ, გამოიწერე და თვალი ადევნე ჩვენს გვერდს:

FB: www.facebook.com/RoviGeorgia
Instagram: www.instagram.com/rovi_ge/
Linkedin: www.linkedin.com/company/rovi-ge/

წარმატებები!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე