Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ოფის მენეჯერის ვაკანსიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი და ორგანიზებულობა
** სიახლეების ათვისების უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოფისის სამეურნეო, საკანცელარიო შესყიდვების განხორციელება და მარაგების მართვა;
** კომუნიკაცია კომპანიის კონტრაქტორ კომპანიებთან
** ინვენტართან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და შესყიდვების განხორციელება (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება)
** კომპანიის დოკუმენტაციის კონტროლი (დოკუმენტების შედგენა - გაფორმება, ხელშეკრულების გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა და ა.შ) კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
** კომპანიის ბუღალტერთან შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ekabaqradze5@gmail.com

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე