დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Global Auto Import
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
შპს "გლობალ ავტო იმპორტი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას თბილისში.
"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომლის უფლება-მოვალეობებში შედის:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** მომხმარებლებთან შეხვედრების მართვა ოფისში;
** მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზის დამუშავება.
რა უნარებს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ შემოუერთდე გაყიდვების გუნდს:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.
** რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე, სავალდებულოა.
** უპირატესად ჩაითვლება ავტო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** გუნდურობა.
ანაზღაურება: 2000 + ლარი (ნეტ)
შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწყობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.
https://glob.ge/en/?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00
მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით ელფოსტაზე: hr@glob.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|