Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: გეო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
ფამაცევტული კომპანია "ჯეო ჰოლდინგი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის 6.
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: სტაჟის და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის (ჰოლდინგის) სამართლებრივი ინტერესების დაცვა;
** კომპანიის სამეწარმეო დოკუმენტაციის მომზადება და ცვლილებების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) დოკუმენტაციის პროექტის მომზადებას, სანოტარო მოქმედებებში მონაწილეობას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;
** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება ჰოლდინგის ფარგლებში;
** კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავება დამოუკიდებლად ან შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, მათთვის წარდგენილი სამართლებრივი დოკუმენტაციის გაცნობა, სამართლებრივი ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში მითითებების მიცემა შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის;
** სამართლებრივი ინსტრუქციის პროექტების და წერილების მომზადება/ვიზირების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიაში არსებული სამართლებრივი ხასიათის რეგულაციების შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი ხასიათის წერილობითი ან/და ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებზე;
** კომპანიის სახელით კონტრაქტორებთან ურთიერთობა სამართლებრივი კუთხით - ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების ნოტარიულად დამოწმებისა და შესაბამის ორგანოებში რწმუნების საფუძველზე და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დარეგისტრირების პროცესებში მონაწილეობა;
** კომპანიის სამშენებლო პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარები: 

** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@geo-holding.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე