Робота для біженців з України
ხელოვნური ნაგებობების უმცროსი/უფროსი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელოვნური ნაგებობების უმცროსი/უფროსი ინჟინერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში (ხიდები, გვირაბები, მილები, საყრდენი კედლები და ა.შ.) ხელოვნური ნაგებობების უმცროსი/უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილზე არსებული სიტუაციის აღწერა, შესწავლა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სწორი საპროექტო გადაწყვეტილების შემუშავება;
** ხიდების/გვირაბების/მილების/საყრდენი კედლების პროექტირება საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად;
** საანგარიშო მოდელის აგება და კონსტრუქციული ანგარიშის მომზადება მოცემული საანგარიშო დატვირთვებისა და პირობების გათვალისწინებით;
** მშენებლობისათვის საჭირო მუშა ნახაზების მომზადება;
** მშენებლობის პერიოდში შესასრულებელი სამუშაოთა მოცულობების დათვლა და უწყისის შედგენა;
** საპროექტო გუნდთან კომუნიკაცია და მიღებული ინფორმაციისა თუ საპროექტო გადაწყვეტილების გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ხელოვნური ნაგებობების პროექტირებაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა (რუსული ან ინგლისური);
** ნაგებობის მოდელის აგებისა და კონსტრუქციული ანგარიშისათვის საჭირო პროგრამების ცოდნა (ЛИРА-САПР, SOFISTIK, MIDAS და ა.შ.);
** ნახაზების შესადგენად საჭირო პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ArmCAD, Revit და ა.შ.);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel და ა.შ.).

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კომპეტენტურობა;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის ნაყოფიერად მართვის უნარი.

ხელფასის რაოდენობა და თანამდებობა განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით. გამოსაცდელი ვადა 1-დან-3 თვემდე, ანაზღაურებადი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: info.georgia@igh.hr;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე