Робота для біженців з України
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: სპექტრუმი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
კომპანია "სპექტრუმი", წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.

ვეძებთ კონტენტ მენეჯერს

მოვალეობები:

** კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად სოციალურ ქსელებში კონტენტის შექმნა და განთავსება;
** საკომუნიკაციო სტრატეგიისა და კონტენტ კალენდრის შედგენა;
** სოციალური ქსელებისთვის სარეკლამო ხასიათის კონტენტის მომზადება;
** ციფრული პლატფორმებისთვის ტექსტუალური მასალის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პერიოდული რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** Linkedin, X, Youtube მართვის გამოცდილება და ალგორითმის მუშობის პრინციპების ცოდნა;
** ვიდეო კონტენტისა და გრაფიკული ვიზუალების შექმნის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (B2/C1)

სამუშო პირობები:

** სრული სამუშო განრიგი - 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ნინო რამიშვილის ქუჩა 37ა
** ანაზღაურება შეთანხმდება ინდივიდუალურად, გამოცდილებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კონტენტ მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
"სპექტრუმის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ "სპექტრუმის" ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე