Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მწვანე ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია "Green Lab" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

აუცილებელი მოთხოვნები:

შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სალაროსთან მუშაობის გამოცდილება

პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი (1000-დან 1500 ლარამდე)
** სამუშაო განაკვეთი - სრული (11:00-20:00)
** გამოსაცდელი პერიოდი - 1 თვე (პირველი თვის ანაზღაურება 800 ლარი)

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრენინგებს
** პროფესიულ განვითარებას
** ფასდაკლებას პროდუქციაზე.

მოვალეობები:

** პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა (სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება)
** პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება
** პროდუქციის გაყიდვა (პროგრამაში გატარება და თანხის მიღება).

პიროვნული თვისებები:

** გუნდურობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, თანდართული ფოტოსურათით კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: info@greenlab.ge

შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე