Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საქართველოს ავიახაზები - Georgian Airlines
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
შპს "საქართველოს ავიახაზები" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზები" დაარსდა 2021 წელს და წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საჰაერო გადაზიდვები.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა SUPERFIN-ის ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგება;
** პირველადი დოკუმენტების ასახვა საბუღალტრო პროგრამა SUPERFIN-ში;
** საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და ელექტრონულად წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
** ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
** საბუღალტრო პროგრამის სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების მიწოდება;
** მომსახურე ბანკთან ურთიერთობა;
** საბანკო გადარიცხვები;
** ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურების მომზადება;
** სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;

სამუშაო განაკვეთი და მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა; ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 დან 19:00 მდე.
6 თვე გამოსაცდელი ვადა, ხელფასი 1500 ლარი.
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ხელფასი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@georgian-airlines.com 2024 წლის 30 ივნისამდე.

აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე