Робота для біженців з України
ინჟინერ-ტექნიკოსი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. მარნეულის მუნიციპალიტეტში (40კმ თბილისიდან).

ობიექტი: ნუშის ბაღი

ძირითადი მოვალეობები:

** მონიტორინგი გაუწიოს აუზების მდგომარეობას ტექნიკურ საკითხებს.
** უზრუნველყოს ავზში წყლის შეუფერხებლად მიწოდება, აკონტროლოს ავზები რომ იყოს მუდამ წყლით სავსე მდგომარეობაში.
** მონიტორინგი გაუწიოს ელექტრო მოწყობილობების მუშაობის გრაფიკს (დაზიანების შემთხვევაში, ხელმძღვანელობის და შესაბამისი სამსახურის საქმის ვითარებაში ჩაყენება და პრობლემის დროულად აღმოფხვრა).
** აკონტროლოს სარწყავი ტუმბოების მუშაობა. დაზიანების შემთხვევაში აცნობოს ხელმძღვანელობას და შესაბამის სამსახურს. უზრუნველყოს პრობლემის დროულად მოგვარება (არ უნდა მოხდეს ტუმბოების დაუშვებელი დროით მუშაობა).
** სწრაფად მოახდინოს რეაგირება და შეკეთება დაზიანებული ტექნიკის და აგრეგატის შემთხვევაში.
** კვარტალურად ტექნიკის შემოწმება და რეპორტის გაგზავნა ხელმძღვანელებისთვის.
** ბაღში საჭირო ინვენტარის შეგროვება, დასაწყობება, ინვენტარიზაცია (ნაგულისხმევია კლუჩების ნაბორი სათადარიგო ხშირად ცვეთადი ნაწილები, ტრაქტორის აგრეგატების, ქანცების ნაკრებების შეგროვება ასევე კერხერი რათა წნევით გაირეცხოს ტექნიკა რომ შევინარჩუნოთ ტექნიკის სისუფთავე და ასევე აგრეგატის სისუფთავე).
** აკონტროლოს სარწყავი სისტემები.
** დაზიანების შემთხვევაში საჭირო სამსახურის გამოძახება და პრობლემის დროულად აღმოფხვრა.

მოთხოვნები:

** კერძო ავტომობილის ფლობა აუცილებელია.
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია.

ანაზღაურება: 2200 ლარიდან + საწვავის ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: zk@shubo.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე