Робота для біженців з України
დამხმარე ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ტექნიკოსი
მომწოდებელი: რუმს თბილისი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS- ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS TBILISI აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ტექნიკოსის პოზიციაზე.

** ობიექტებზე ავეჯის და სხვა დანადგარების/ინვენტარის, აგრეთვე გარკვეული ტვირთის გადატანა/გადაადგილება (მათ შორის F&B და მებაღეობის მიმართულებით);
** ობიექტებს შორის ავეჯისა და სხვა ტიპის ინვენტარის ტრანსპორტირებისას თანხლება,
** სატვირთო მანქანაში/მანქანიდან ატვირთვა/გადმოტვირთვა (მათ შორის F&B და მებაღეობის მიმართულებით);
** ღონისძიებების დეპარტამენტის ფარგლებში შიდა და საგარეო ღონისძიებების მიმართულებით დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში, საოფისე ავეჯის/ინვენტარის გადაადგილება;
** საწყობიდან და საწყობის მიმართულებით ინვენტარის გადაზიდვაში მონაწილეობა;
** საინჟინრო დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე დახმარების გაწევა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სასტუმრო სფეროში ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 1 წელი.

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.tbilisi@roomshotels.com და
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე