Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "გლობალ ავტო იმპორტი" აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან. დაარსების დღიდან, გლობალ ავტო იმპორტი ხარისხიან და კეთილსინდისიერ მომსახურებას უწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს. კომპანიის გუნდის თითოეული წევრი ის საიმედო და პასუხისმგებლობის აღსავსე ადამიანია, ვისაც ავტომობილის შერჩევას, შეძენასა და ტრანსპორტირებას ანდობთ.

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (ნეტ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00
მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.

ჩვენ ვეძებთ ქოლცენტრის ოპერატორს, რომლის უფლება-მოვალეობებში შედის:

** კომპანიაში შემომავალ და გამავალ ზარებზე პასუხი.
** მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის სერვისების შესახებ.

რა უნარებს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ შემოუერთდე გაყიდვების გუნდს:

** ქოლცენტრის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია.

შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწყობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.

ვებსაიტი: https://glob.ge/en/?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე hr@glob.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქოლცენტრის ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე