Робота для біженців з України
დამწყები მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები მზარეული
მომწოდებელი: კაფე ავლაბარში
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კაფე ავლაბარში ეძებს დამწყებ მზარეულს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე. სამუშაო საათები10:00-19:00.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ისნის ქუჩა 6-8, ავლაბრის მეტროსთან ახლოს.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: breakfastbitesavlabari@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე