Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის
მომწოდებელი: International Business Counselors
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"International Business Counselors" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტებისთვის.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო .
სტაჟირების ვადა: 6 თვე (სტაჟირების გავლის შემდეგ უმცროს იურისტად დასაქმების პერსპექტივით ხელფასი (ხელზე) 1500 ლარი).

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** სასამართლო წარმომადგენლობა მენტორ ადვოკატთან ერთად.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: bic.corp.company@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე