Робота для біженців з України
სერვის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Kärcher
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე (ბათუმი).

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ბათუმი;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5

სერვის ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტის სერვისში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
** კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის სერვისის პროდუქტის შეკეთების განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
** სერვისში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და მართვა;
** კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
** საჭიროების შემთხვევაში სერვისში საჭირო პროდუქციის შეკვეთა, მიღება და საწყობში განთავსება.

ძირითადი მოთხოვნები:

** 1C პროგრამის ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილ კანდიდატებს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Karcher.vacancies@gmail.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

შპს "კერხერი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "კერხერი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "კერხერი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე