Робота для біженців з України
პოს-ტერმინალების ტექნიკოსი - სეზონური - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოს-ტერმინალების ტექნიკოსი - სეზონური
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პოს-ტერმინალების ტექნიკოსს ბათუმში.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
** ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება.
** ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია.

მოთხოვნები:

** პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში
** Fitpass ბარათს
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური არსებობის შემთხვევაში
** ავტომობილის დაზღვევას
** ავტომობილის იჯარას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს - ტერმინალების ტექნიკოსი - ბათუმი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე