Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში საკანცელარიო ნივთების საჭიროების დადგენა და მოთხოვნის შესაბამისად შეკვეთის/მიწოდების უზრუნველყო
** საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯვითი ბიუჯეტის შედგენა, ხელმძღვანელთან შეთანხმება და მისი კონტროლი.
** მასზე დაქვემდებარებული მიმართულებით, კომპანიის კორპორატიული სერვისების მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დაორგანიზება და ნებისმიერი პრობლემის დროულად აღმოფხვრა.
** ტრენინგების, თათბირების და სხვა შეხვედრების ორგანიზება შესაბამისი დროის, ადგილის და საჭირო აღჭურვილობის გათვალისწინებით.
** თანამშრომლებისთვის მივლინების ორგანიზება, საცხოვრებლის, მგზავრობის და კვების ხარჯის გათვალისწინებით.
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (ხელშეკრულებები, ბრძანებები და სხვა) მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
** ოფისში შემოსული სტუმრების/ვიზიტორების დახვედრა, დაკვალიანება და შესაბამის პირებთან გადამისამართება.
** სათაო ოფისის გარე და შიდა ინტერიერის, შიდა ინტერიერის ავეჯის ვიზუალურ იერსახეზე მუდმივი ზრუნვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი სერვისებზე შეკვეთების უზრუნველყოფა
** ოფისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირების/კომპანიის შესრულებული სამუშაოს მუდმივი კონტროლი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი;
** სამუშაო გამოცდილება - 1 -2 წლიანი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - აუცილებელია;
** უცხო ენების ცოდნა - აუცილებელია;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 121 121

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე