Робота для біженців з України
F&B ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B ცვლის უფროსი
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS- ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS TBILISI" აცხადებს ვაკანსიას F&B ცვლის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაითვალისწინოს სტუმრის კომენტარები და მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას რესტორნის მენიუს შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში მიიღოს და განათავსოს ჯავშანი რესტორნის მაგიდებზე;
** დაეხმაროს თანამშრომლებს და უპასუხოს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას შესასრულებელი სამუშაოს ფარგლებში;
** დარწმუნდეს, რომ სერვისის ინვენტარი მოწესრიგებულია, დანადგარები გამართულია. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს პასუხისმგებელ პირს.
** უზრუნველყოს ყველა შეკვეთის ასახვა სისტემურად და დარწმუნდეს რომ ანგარიშები გადახდილია;
** ყოველდღიურად აწარმოოს ცვლის წინა და ცვლის შემდეგი შეხვედრები თანამშრომლებთან იმისთვის, რომ გააცნოს სიახლეები და შეაჯამოს ცვლა, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები;
** გაუზიაროს ინფორმაცია თანამშრომლებს კომპანიაში არსებული სერვისის პროცედურების შესახებ;
** ეფექტურად ითანამშრომლოს სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
** შეძლოს დეპარტამენტის სხვა განყოფილების ცვლის უფროსის ჩანაცვლება საჭიროების შემთხვევაში;
** უზრუნველყოს, რომ სერვისის თანამშრომლები გამოიყურებოდნენ უნიფორმის სტანდარტის სრული დაცვით;
** შეასრულოს სისტემური (დღის დახურვის) პროცედურა სტანდარტების დაცვით, ყოველი სამუშაო ცვლის ბოლოს;

დამატებითი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.tbilisi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე