Робота для біженців з України
CRM პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CRM პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
პრაგმა - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება.

ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოურთდე ჩვენს მზარდ გუნდს!

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.pragma.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას CRM პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 07/07/2024
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: დირექტორის საქმიანობის ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

ფუნქცია - მოვალეობები:

** CRM სტრატეგიის შემუშავება;
** შიდა ციფრული სერვისების განყოფილებასთან ერთად მონაწილეობა CRM სისტემის დანერგვაში, პროცესების შემუშავებაში;
** სრული მომხმარებლის რუკის შექმნა, მომხმარებელთა ქცევის ანალიზი;
** წლიური კომუნიკაციის გეგმის შედგენა ბრენდის მიმდინარე და პოტენციურ კლიენტებთან;
** CRM სისტემის ადმინისტრირება და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, სტატისტიკის ან მონათესავე სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებით Excel);
** ინგლისური ან/და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი - პარასკევი ჩათვლით;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათაო ოფისი;

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორაციული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:

** წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია პრაგმას მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე