Робота для біженців з України
ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა. ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება
** ვიდეო-კამერებით, კომპანიის კუთვნილი ობიექტების, ასევე თანამშრომლების და ვიზიტორების ქმედებების კონტროლი.
** დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება.
** რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
** მენეჯერის ან და ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში.

უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური.

ანაზღაურება - 1050 ლარი + ყოველთვიური ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათ-პარასკევი 09:00 - 18:00) შაბათი-კვირა დასვენება.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე