Робота для біженців з України
არქიტექტორი / არქიტექტურული პროექტის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი / არქიტექტურული პროექტის ზედამხედველი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორი / არქიტექტურული პროექტის ზედამხედველის თანამდებობაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** ნახაზების რევიზია
** კორექტირების შესათანხმებლად ყველა საჭირო დოკუმენტაციის/პროცედურის მომზადება და არქიტექტურის სამსახურში შეთანხმება
** მომიჯნავე დისციპლინებთან კომუნიკაცია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ინსპექტირების/შემოწმების აქტების მომზადება და დადასტურება
** ობიექტის ზედამხედველობა - ფაქტობრივი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დასადასტურებლად ობიექტის მონიტორინგი, გადაცდომების რისკების დროული იდენტიფიცირება, შედარების ოქმების მომზადება, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი, შეუსაბამობების აღმოჩენა და პროექტის გუნდთან ერთად დროულად გამოსწორების გზების ძიება
** ობიექტზე სამუშაოების პროგრესის შესახებ ანგარიშის წარმოება, განახლებების არქივის მომზადება (ცვლილებების ამსახველი და ინციდენტების დოკუმენტური აღრიცხვა)
** ფოტო-დოკუმენტაციის არქივის წარმოება
** პროექტის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ყველა საჭირო ღონისძიების დაგეგმვა/ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქალაქის არქ.სამსახურთან პროექტის შეთანხმების გამოცდილება
** შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გამოცდილება
** არქიტექტურული პროგრამის AutoCad-ის ცოდნა
** Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მუნიციპალურ ინსპექციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, outlook)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** დროის ეფექტური მართვა
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდური და პასუხისმგებლობიანი
** შრომისმოყვარე და ენერგიული
** პუნქტუალური.

საკონტაქტო ელ-ფოსტა: ajibladze@moedani.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე