Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 1500 ლარიდან

ძირითადი მოთხოვნები:

ფუნქცია მოვალეობები:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
** შესყიდვების პროცედურების და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა საწყობის მენეჯერთან ერთად;
** პროდუქციის ფასების მუდმივი შედარება, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება ფინანსურ დეპარტამენტებთან ერთად;
** მარაგების მართვა; პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის;

საჭირო ცოდნა/უნარ ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე