Робота для біженців з України
კომერციული დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი მულტინაციონალური ბრენდების (ჰაგისი, კოტექსი, კლინექსი, ნუტრილონი, პლასმონი, ბიუბჰენი, ნუკი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში კომერციული დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების რეპორტის მომზადება
** დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი გაყიდვების არხების, კლიენტების, პორტფელის, ბრენდების მიხედვით და სხვა
** მომწოდებლებისთვის ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტების მიწოდება და კომუნიკაცია
** აწარმოოს კომპანიის მიერ დაგეგმილ აქციებზე და პროექტებზე მონიტორინგი და შემდგომ მისი ეფექტურობის დადგენა
** მოახდინოს კომპანიის ეფექტურობის და მის პორტფელში არსებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდა.
** მიიღოს მონაწილეობა კომერციულ დეპარტამენტთან ერთად ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური აქციების და პროექტების დაგეგმარებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით
** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია მინ.1 წლიანი გამოცდილება
** Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება ადგილზე ტესტირებით
** სასურველია 1 С ოპერაციული სისტემის გამოცდილება
** რუსული (აუცილებელი) და ინგლისურის (კარგი) ცოდნა.

სხვა უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fit-Pass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კომერციული დირექტორის ასისტენტი".

მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

2) მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

3) სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

4) ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

5) მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;

6) მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

7) ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;

8) ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება

9) შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე