Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი კოსმეტიკა
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
მაღაზიათა ქსელი "კოსმეტიკა" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: "აქსის თაუერსი" თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #37
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 16:00-მდე ან/და 16:00-დან 22:00-მდე
ანაზღაურება: (ბონუსების სისტემა) 700 პლუს ბონუსი

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** პროდუქციის სტენდზე განთავსება მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** ინგლისური და რუსული ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: mariam.chitanava2023@gmail.com

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე