Робота для біженців з України
ექიმი ენდოკრინოლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი ენდოკრინოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: კონსილიუმ მედულა
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ექიმი ენდოკრინოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 6გ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმის ასისტირება კონსულტაციების/ჩარევების დროს
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა, სამედიცინო/სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება გადაგზავნა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები

** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2024 წლის 03 ივლისის ჩათვლით და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე