Робота для біженців з України
აღმწერი - გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმწერი
მომწოდებელი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
სსიპ - "საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური" (საქსტატი) აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში 302 აღმწერის პოზიციაზე, 2024 წლის საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

სამუშაოს ტიპი: ერთჯერადი
თანამდებობრივი სარგო: 750 (დარიცხული)
მინიმალური განათლება: სრული ზოგადი განათლება

სამუშაოს აღწერა:

აღმწერის ძირითადი ფუნქციები იქნება მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე.

მოთხოვნები:

** ელექტრონული რუკის წაკითხვის, გარკვევის და რუკაზე ორიენტაციის უნარი;
** პლანშეტურ კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** სასურველია სტატისტიკურ, სოციოლოგიურ კვლევებში და მოსახლეობის აღწერებში მონაწილეობის გამოცდილება;
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა. სასურველია რუსული და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.

პერსონალური უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

აღწერის ჩატარების პერიოდი: 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით, საქსტატის მიერ მომზადებული საველე პერსონალი პლანშეტების მეშვეობით, თავიანთ სამუშაო არეალში კარდაკარ მოახდენენ მოსახლეობის გამოკითხვას.

საველე პერსონალს ნოემბრის თვეში ჩაუტარდება რამდენიმე დღიანი ტრენინგი შესასრულებელი სამუშაოს, მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და მეთოდოლოგიის საკითხებზე.

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში დაქირავებულ პერსონალთან გაფორმდება ერთჯერადი შრომითი ხელშეკრულება მ/წლის ნოემბრის თვეში.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://census-cv.geostat.ge/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 032 2 367210 (104); 032 2 367210 (138).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე