Робота для біженців з України
ჰიდროიზოლაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰიდროიზოლაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ოლ–პი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "ოლ-პი ჯგუფი" დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები.

2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს. პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს "ოლ-პი ჯგუფი"-ს წარმატების საწინდარს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.all-p.ge

"ოლ-პი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ჰიდროიზოლაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** პროექტის/საქმის წარმოების ხარისხის უზრუნველყოფა;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** საქმიანობის მოქმედ უსაფრთხოების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** გამოსასწორებელი და დეფექტური არეალების გადამოწმება და რესტავრაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ჰიდროიზოლაციის/სამღებრო მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ტექნიკურ ან სამშენებლო მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office, AutoCAD პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2024 წლის 03 ივლისამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ოლ-პი ჯგუფის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე