Робота для біженців з України
სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

აღწერა:

** სამუშაო პოზიციის დასახლება: სავაჭრო აგენტი
** მისამართი: ქ. თბილისი.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)

მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობიანი.
** თვითორგანიზებული.
** პუნქტუალური.
** ენერგიული.
** შრომისმოყვარე
** გუნდურად მომუშავე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge გთხოვთ. შინაარსში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ: სავაჭრო აგენტი.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე