Робота для біженців з України
მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან და გიწვევთ, შემოუერთდე ჩვენს მზარდ გუნდს! 

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებგვერდზე: www.pragma.ge.

ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: მარკეტინგის მენეჯერს
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 30/06/2024
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:  მარკეტინგულ პროცესებში ჩართულობა

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული პროექტების ფარგლებში, კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** პარტნიორ კომპანიებთან და სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების ქსელში კომპანიის ვიზუალურ იდენტობაზე ზრუნვა: ბრენდირებული და საპრომოციო მასალების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მომზადების უზრუნველყოფა;
** ბეჭდური მასალების სათანადო ხარისხით და ვიზუალით მომზადების პროცესის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება მარკეტინგის მენეჯერისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორაციული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: წერილობითი ხელშეკრულება, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად

გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე