Робота для біженців з України
პროგრამული მხარდაჭერის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის ტექნიკოსი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პროგრამული მხარდაჭერის ტექნიკოსს - დროებითი.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00 - 18:00 შესვენება 1სთ.)
ლოკაცია: პიმენ ყურაშვილის 6

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
** ტერმინალებში პროგრამის ჩაწერა/გამართვა;
** ტერმინალების შემოწმება/დახარისხება;
** შიდა პროგრამებში მუშაობა და მომხმარებლის მხარდაჭერა/კომუნიკაცია;
** ბარათების ჩართვა/გამორთვა;
** არასწორად შემოსული დავალებებზე სწორი ინფორმაციის მოძიება და გადაგზავნა შესაბამის დეპარტამენტთან;

მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
** ანაზღაურება: 1000 + ზეგანაკვეთური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პროგრამული მხარდაჭერის ტექნიკოსი - დროებითი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე