Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: მკითხველი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "მკითხველი" 2015 წლიდან პოზიციონირებს და წამყვან ადგილს იკავებს წიგნების სამომხმარებლო ბაზარზე.

კომპანია "მკითხველი" აცხადებს ვაკანსიას მეორე ცვლის ქოლ-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე!

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დროის და მათი სამუშაო პროცესის ორგანიზება;
** ქოლ-ცენტრის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** სამოტივაციო პროგრამების და წამახალისებელი აქტივობების ინიცირება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა;

კომპეტენციები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლიდერული და მენეჯერული უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 16:00 საათიდან 21:00 საათამდე.
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე