Робота для біженців з України
მძღოლ ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ ექსპედიტორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება დამკვეთისთვის კომპანიის ავტოტრანსპორტით (მცირე ზომის ფორდ ტრანზიტი);
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა და მანქანის დატვირთვა.

სფერო: საოფისე და საკანცელარიო ნივთების დისტრიბუცია

აუცილებელი მოთხოვნა:

** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ასაკი 30 წლიდან;
** მართვის მოწმობის არქონის შემთხვევაში განიხილება მხოლოდ დამხმარის პოზიცია.

პირობები:

** ხელფასი: გამომუშავებით, საშუალოდ, არანაკლებ 1500-2000 ლარი მიწოდებული შეკვეთებიდან გამომდინარე
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი. 10:00-დან 18:00 საათამდე, კვირაში 1 ან 2 დასვენების დღე შეთანხმების შესაბამისად
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, საბურთალო.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
არჩეული კანდიდატები გაივლიან 7 დღიან სწავლება-სტაჟირების პერიოდს.
ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ. გამოგვიგზავნოთ CV ფოსტაზე vacancy@pm.ge ან მოგვწერეთ ვათცაპში, ვაიბერში ნომერზე 599 06 84 68 (ზარზე პასუხი არ გაიცემა, მხოლოდ მოწერილ შეტყობინებაზე გიპასუხებთ)

გთხოვთ საბჯექტში მიუთითოთ: ექსპედიტორი ან მძღოლი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ვაკანსიებთან დაკავშირებით მხოლოდ მოგვწერეთ ვაიბერში ან ვათცაპში ან სმს -ით ნომერზე -599 06 84 68
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე