Робота для біженців з України
მენეჯერი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: სწრაფი კვების ობიექტი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
სწრაფი კვების ობიექტი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი
ანაზღაურება: 1500 ლარი (ნეტი)

სამუშაოს აღწერა:

** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო პროცესის კონტროლი;
** პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა, შეკვეთების გაკეთება, მიღება და პროგრამული ასახვა;
** საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაცია;
** სალაროში არსებული ნაშთის კონტროლი;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში პერიოდული განახლება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სწრაფი კვების ან მომიჯნავე სფეროში მენეჯერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინვენტარიზაციისა და მარაგების მართვის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა FINA - ში მუშაობის გამოცდილება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ შრომის პირობებს;
** კვებით უზრუნველყოფას.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: gi.matiashvili@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის: 2024 წლის 28 ივნისი

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და შენახული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე