Робота для біженців з України
უსაფრთხოების უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
ექვემდებარება: უსაფრთხოების უფროსს, ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში, მოქმედებს გენერალური მენეჯერის მითითებით

პოზიციის აღწერა:

თბილისის შუაგულში, ახალი სასტუმროსთვის ვეძებთ გუნდის წევრებს, რომელიც თანამონაწილე იქნებიან სტუმრებისათვის განსაკუთრებულად სასიამოვნო გამოცდილების შექმნაში.

სასტუმროს აქვს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილი, რეტრო-ფუტურისტული ნომერი, სასტუმროს ევროპულ და ამერიკული ხასიათის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

გუნდში ვეძებთ უსაფრთხოების უფროსის მოადგილეს, რომელიც პასუხისმგებელია სასტუმროს და სასტუმროს საკუთრებაში არსებული ობიექტების, ინვენტარის, თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოებაზე, ყოველდღიური საოპერაციო პროცესის ზედამხედველობაზე და დაკავშირებული სტანდარტების დაცვაზე, უსაფრთხო გარემოს სტანდარტების შემუშავებასა და შექმნაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება და დანერგვა: სახანძრო, საავარიო და გადაუდებელი, დაკარგული და ნაპოვნი ნივთების, მონიტორინგის და კონტროლის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა სტანდარტების და მათზე რეაგირების პროცესების შემუშავება და დანერგვა.
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება: სასტუმროს და სასტუმროს საკუთრებაში არსებული ობიექტების, ინვენტარის, თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხო გარემოს შექმნასთან დაკავშირებული საოპერაციო სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი, დარღვევებზე რეაგირება და აღმოფხვრა.
** უსაფრთხოების სისტემების მართვა: სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკების და პროცედურების გათვალისწინებით, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, მონიტორინგი, ინსპექტირება, რისკების იდენტიფიცირება და მართვა.
** თანამშრომელთა სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მართვა: უსაფრთხოების პერსონალის სამუშაო პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა, მათი ცვლების და მორიგეობების განრიგის ორგანიზება, დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი, ცვლის გადაცემის პროცესის კოორდინირება.
** ტრენინგი და განვითარება: უსაფრთხოების და სასტუმროს თანამშრომლების დატრენინგება სახანძრო, საავარიო, გადაუდებელი, ზოგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათი ცოდნით და ინფორმაციით უზრუნველყოფა.
** ხარისხის კონტროლი: სახანძრო, საავარიო და საევაკუაციო, უსაფრთხოების სისტემების და მოწყობილობების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა.
** სტუმართან ურთიერთობა: სტუმრებთან პოზიტიური ურთიერთობების შექმნა, მათი უსაფრთხო განთავსებასთან დაკავშირებული საჭიროებების და პრობლემების მოგვარება.
** პრობლემების გადაჭრა: უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება, კონფლიქტების და კონფლიქტური სიტუაციების დროული აღმოფხვრა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება, სასურველია ჰოსპითალიტის, ბიზნეს ადმინისტრაციის ან/და მსგავსი მიმართულებით.
** სპორტული აღნაგობა.
** ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი სტუმრებთან და თანამშრომლებთან.
** დეტალებისადმი ორიენტირება, საფრთხისა და რისკის შემცველი ფაქტორების იდენტიფიცირება.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ინციდენტების დოკუმენტაციის სისტემის წარმოების უნარი
** თანამშრომლების მოტივაციის შექმნის და ამაღლების უნარი.
** MS Office-ის და საქმესთან დაკავშირებული პროგრამების ცოდნა.
** საორგანიზაციო პრობლემების გადაჭრის უნარი.
** უცხო ენის ცოდნა სავალდებულოა B1 დონეზე. ორი ან მეტი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** აქტიური მართვის მოწმობის და მართვის გამოცდილება.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** ფორმის რეცხვის მომსახურება;
** ტრანსპორტირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: mytalentissea@gmail.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წარმატებულ აპლიკანტებთან, გასაუბრებები ჩაინიშნება ეტაპობრივად, ექვსივე პოზიციის შევსებამდე.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე