Робота для біженців з України
ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Holiday Factory
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"Holiday Factory" აცხადებს ვაკანსიას - ოპერაციების მენეჯერი შემომყვან ტურიზმში.

"Holiday Factory" არის წამყვანი ტურისტული კომპანია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელმაც 2015 წლიდან საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომხმარებელს სთავაზობს სრულ ტურისტულ პაკეტებს.

სამუშაოს მიმოხილვა:

როგორც ოპერაციების მენეჯერი, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით შემომავალი ტურისტებისთვის სახმელეთო სერვისების ოპერაციების მთლიან მართვაზე.
ეს მოიცავს ყოველდღიური ოპერაციების მართვას, ადგილობრივ გუნდთან კოორდინაციას, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისების უზრუნველყოფას და ოპერატიული გეგმების განხორციელებას.

აღნიშნული პოზიცია მოითხოვს ძლიერ ორგანიზაციულ უნარებს, დეტალებზე ორიენტირებას და მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დღიური ოპერაციული გეგმის შედგენა;
** პარტნიორ რესტორნებთან კომუნიკაცია საექსკურსიო პაკეტებში შემავალი სარესტორნო მომსახურების თაობაზე;
** სატრანსპორტო კომპანიასთან კომუნიკაცია ტრანსპორტირების დაგეგმვის თაობაზე;
** ზუსტი საოპერაციო ჩანაწერების შედგენა;
** პარტნიორ სასტუმროებთან მჭიდრო კოლაბორაცია სტუმრისთვის შესაბამისი სერვისი მიწოდების ან გარკვეული პრობლემების მოგვარების კუთხით;
** მყარი კოლაბორაცია გუნდის წევრებთან, როგორიცაა გიდები და გაყიდვების წარმომადგენლები;
** ყოველდღიური ოპერაციების გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის ყველა მარეგულირებელ მოთხოვნასთან და წესებთან შესაბამისობის დაცვა და მონიტორინგი;
** რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტის გუნდთან ოპერაციულ პროცესებზე.

მოთხოვნები:

** ტურიზმის სფეროში გამოცდილება, მსგავს ან იმავე პოზიციაზე;
** ძლიერი ორგანიზაციული და დაგეგმარების უნარები;
** პუნქტუალურობა და სწრაფი კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესული სიტუაციების ეფექტური მართვა და ადაპტირება;
** კარგი ანალიტიკური აზროვნება, ორიენტირებულობა პრობლემების გადაჭრის გზებზე;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა განსაკუთრებით დიდი საოპერაციო დაგეგმვის დროს;
** შესანიშნავი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები და გუნდთან ეფექტური მუშაობა;
** Microsoft Office-ის და სხვა შესაბამისი პროგრამული აპლიკაციების ცოდნა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა.

სამუშაო დეტალები:

** კვირაში 5 დღე
** ფიქსირებული ანაზღაურება 700$ ლარის ეკვივალენტში

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: eliso.kobulia@holiday-factory.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე