Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: გაგუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"გაგუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პაციენტების დარეგისტრირება;
** საჭიროების შემთხვევაში რიგის ნომრის მინიჭება,
** პაციენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და პირველადი ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ.
** პაციენტების მონაცემების პროგრამული მართვა;
** ხარისხის მართვის პროცესებში მონაწილეობა;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სამედიცინო პერსონალისთვის;
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო საათები: 09:30სთ-დან-17:00სთ-მდე
ანაზღაურება 900 ლარი
უქმე დღეები დასვენება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gaguaclinic.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე