Робота для біженців з України
მიმტანი/ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი/ბარისტა
მომწოდებელი: Weller
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
რესტორანი "ველერი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მიმტანი/ბარისტას პოზიციაზე.

თქვენი როლი კომპანიაში: თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მხარი დაუჭიროთ სამზარეულოსა და ბარის პროდუქტების სერვისის გაწევაში. თქვენი მიზანია კომუნიკაციით შეძლოთ სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი გამოცდილებისა და ემოციების შექმნა.

თქვენი პასუხისმგებლობები:

** სტუმრების დახვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება რესტორნის კონცეფციის შესახებ
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება
** სტუმრების მხრიდან მიღებულ უკუკავშირთან დაკავშირებით ზედამხედველისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ, საინტერესო და დინამიურ სამსახურს
** გუნდურ და პროფესიონალურ გარემოს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 08:00 საათიდან 17:00 საათამდე (1 საათი შესვენება)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://anuki@wellerrestaurant.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე