Робота для біженців з України
გარე გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: 800 ლარი [ხელზე ასაღები] + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სარეკლამო მასალების გავრცელება;
** ტურისტული კომპანიების და სასტუმროების მოძიება/დაკავშირება;
** კლიენტების მოზიდვა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების აქციებში მონაწილეობა;
** ბაზრის კვლევებში მონაწილეობა;
** გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების გეგმის შემუშავება, შესრულება;
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან;
** მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება;

ძირითადი მოთხოვნები:

** აქტიური, მიზანსწრაფული და პასუხისმგებლობიანი პიროვნება;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაციის უნარი;
** დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით) გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე